ამ გვერდის ამობედვა

ტრამპზე თავდამსხმელი ინფორმაციას სამეფო ოჯახის წევრზეც აგროვებდა

"მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც დო­ნალდ ტრამ­პის მოკ­ვლა სცა­და, მკვლე­ლო­ბის სა­მიზ­ნე­ე­ბის და­გეგ­მვი­სას დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ეძებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ეძებ­და", - ამის შე­სა­ხებ FBI აცხა­დებს. თო­მას კრუკ­სი აშშ-ს სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის სნა­ი­პე­რებ­მა მას შემ­დეგ მოკ­ლეს, რაც მან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა. ტყვია ტრამპს ყურ­თან მოხ­ვდა და მას სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია.

თავ­დას­ხმას ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. FBI-ს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა კონ­გრე­სის წევ­რებს უთხრეს, რომ კრუკ­სი ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ვა­რა­უ­დოდ "მომ­დევ­ნო სა­მიზ­ნეს" არ­ჩევ­და. მათ შო­რის "სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რზე აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, სა­მე­ფო ოჯა­ხის რო­მელ წევ­რზე იყო სა­უ­ბა­რი.

 

ამის შე­სა­ხებ FBI-სთვის მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კრუქ­სის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და იქ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს. კრუკს­მა ასე­ვე მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია კრის­ტო­ფერ რე­ი­ზე, FBI-ს დი­რექ­ტორ­ზე, და მე­რიკ გარ­ლან­დზე, აშშ-ს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­ზე.
გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, კრიკ­სის ტე­ლე­ფო­ნებ­ში იყო ჯო ბა­ი­დე­ნი­სა და ტრამ­პის ფო­ტო­ე­ბი, ასე­ვე მო­ნა­ცე­მე­ბი იმ შეხ­ვედ­რე­ბის თა­რი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მხარ­დამ­ჭე­რებ­თან მარ­თავ­და. ასე­ვე გა­ირ­კვა ისიც, რომ კრუკს­მა ერთ-ერთ გე­ი­მიგ პლატ­ფორ­მა­ზე და­წე­რა გაფ­რი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ტრამ­პის მოკ­ვლას შე­ეც­დე­ბო­და.

 

"და­ე­ლო­დეთ, ჩემი პრე­მი­ე­რა იქ­ნე­ბა, უყუ­რეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ის", - წერს კრუკ­სი.

წაკითხვა 211 ჯერ

სიახლეები