"მტერი ღირსეულ პასუხს მიიღებს" - ვლადიმერ პუტინი
მტერი ღირსეულ პასუხს მიიღებს, რუსეთის წინაშე მდგარი ყველა მიზანი მიღწეული იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს და ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უდავოდ მიღწეული იქნება“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართულ ოპერატიულ შეხვედრაზე, რომელზედაც სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილეს.
მისი თქმით, კურსკის ოლქზე თავდასხმით კიევის რეჟიმი ცდილობს, გაიუმჯობესოს მოლაპარაკებების პოზიციები მომავალში.
„მაგრამ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებზე? რაზე შეიძლება მათთან საუბარი?“- აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებაში, ასევე უთანხმოების დათესვა, ხალხის დაშინება, რუსული საზოგადოების ერთიანობის განადგურება, ანუ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე დარტყმის მიყენება.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია