"ჩვენი მიწიდან ოკუპანტის გასაძევებლად რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ" - ზელენსკი
ჩვენი მიწიდან ოკუპანტის გასაძევებლად რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ქმედებები არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც უკრაინის პირობებით ომის დასრულებაზეა მიმართული. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კურსკში ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის შექმნა, რათა მომიჯნავე ოლქიდან უკრაინული ტერიტორიების დაბომბვა აღკვეთონ.
„მე ახლახან დავბრუნდი ჩვენი სუმიდან, სასაზღვრო რაიონიდან, იმ რაიონებიდან, რომლებიც ემეზობლება მტრის საზღვარს და საიდანაც ჩვენი დანაყოფები წარმოუდგენლად ეფექტურად პასუხობენ რუსეთის შემოჭრას. ომს ვგზავნით იქ, საიდანაც რუსეთმა ის ჩვენს ტერიტორიაზე შემოიტანა. მას სახლში ვაბრუნებთ. ეს აბსოლუტურად სამართლიანია. თუმცა, ამის გარდა, ეფექტურიც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტის ჩვენი მიწიდან გასაძევებლად რუსეთს რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ საკუთარ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
- "აშშ-ს ევროპის დასუსტება და დამორჩილება სურს, ევროპას ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს და ისინი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა პატივს არ გვცემენ"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24 იანვრამდე
- "პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები - მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"