სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვულ დოქტრინას აზუსტებს და პროცესის შესახებ ამერიკელი ოფიციალური პირები ინფორმირებული არიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ დოქტრინას აზუსტებს. ლავროვმა აღნიშნულის შესახებ იემენის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
ლავროვის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები კარგად არიან ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი დოქტრინა, მათ შორის, დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ამჟამად ზუსტდება და ამერიკელი წარმომადგენლები კარგად არიან ინფორმირებული ამის შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის განცხადებით, შანტაჟის ტოლფასია კიევის მოთხოვნა, მიეცეს უფლება შორ მანძილზე მოქმედი დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.
ლავროვის თქმით, დასავლეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ესკალაცია არ სურს, სინამდვილეში კი ცეცხლს ეთამაშება.
„ეს არის შანტაჟი, მცდელობა, თავი მოაჩვენონ ყველას, თითქოს დასავლეთს სურს, თავიდან აიცილოს გადაჭარბებული ესკალაცია, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან აცილება, დასავლეთი, როგორც ჩვენ ვამბობთ რუსეთში, პრობლემებს ეძებს. დასავლეთის ქვეყნები პატარა ბავშვებივით არიან, რომლებიც ასანთით თამაშობენ – ეს ძალიან სახიფათო რამ არის იმ ზრდასრული ბიძიებისა და დეიდებისთვის, რომლებსაც მინდობილი აქვთ ბირთვული იარაღი დასავლეთის ამა თუ იმ ქვეყანაში“, – განაცხადა ლავროვმა.
სიახლეები
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
- "ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, ჩვენში გაიხსნას ყოველივე საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა"- მეუფე შიო
- "უკრაინულმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ნოვოპავლოვკის მიმართულებით, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ფილიის ჩრდილოეთით ტერიტორიები დაიკავეს" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
- "ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოში არსებობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები"
- ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები – ასტროლოგები ასახელებენ