"ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.
„ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს - დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნებით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელი მზად არის მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.
„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს შუამავლებთან შეთანხმების მისაღწევად, „ჰამასი“ აგრძელებს მტკიცე უარის თქმას ნებისმიერ შეთავაზებაზე. უარესიც, სწორედ მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, „ჰამასმა“ მოკლა ჩვენი ექვსი მძევალი. მას, ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთავრობა ვალდებულია, და პირადად მე ვალდებული ვარ, გავაგრძელოთ შეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ყველა მძევალს და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასა და არსებობას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე გვირაბში აღმოაჩინეს.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია