"ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს" - დიმიტრი მედვედევი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.
მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.
“დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს: "მე შემოგთავაზებთ გარიგებას" და "მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა...", ასევე იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“, - აცხადებს მედვედევი.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი