ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შაბათს, 7 დეკემბერს, მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაესწრება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის, ნოტრ-დამის გახსნას. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, თავად ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში.
დონალ ტრამპის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად შესანიშნავი სამუშაო გასწია და მისი გახსნა ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება.
საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი ეწვევა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება და ამ დღიდან ოფიციალურად შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.
პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი.
ნოტრ-დამის აღდგენას ხუთი წელი დასჭირდა.
სიახლეები
- "არ მომწონს, რაც უკრაინაში ხდება, რუსები გიჟებივით ბომბავენ"- ტრამპი
- სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს კვერცხი და ხორცპროდუქტები სავაჭრო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და რეალიზაციის პირობები
- პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებად ემზადება, რომლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პრეროგატივა პრეზიდენტს აღარ ექნება
- მსოფლიო ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვისთვის 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს
- ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს