"ამერიკის დაცემა დასრულდა, ყველაფერი დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება" - დონალდ ტრამპი
ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამერიკის დაცემა დასრულდა. ყველაფერი დღეიდან შეიცვლება და ძალიან სწრაფად შეიცვლება. ბოლო არჩევნები მანდატია, რომ ეს საშინელი ღალატი შევცვალო და ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად დაიმახსოვრებენ.
„ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი
- 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი