"ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ - ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ვფიქრობ, გვექნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ კუნძულის 57 000 მაცხოვრებელს აშშ-სთან ყოფნა სურს.
„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ძალიან არამეგობრული ქმედება იქნება, თუ ამას არ დაუშვებენ, რადგან ეს კეთდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. მას არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია თავისუფლების უზრუნველყოფა. მათ არ შეუძლიათ“, - განაგრძო ტრამპმა.
შეგახსენებთ, გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 ოქტომბრისთვის
- ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- "აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად" - მიხეილ სააკაშვილი
- ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
- საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა