"პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს, - The Hill-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რა სურს პუტინს“.
„ვფიქრობ, მას სურს შეწყვიტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში] მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთს ძლიერი საბრძოლო მანქანა აქვს.
„მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, რა ტერიტორიული ამბიციების აქვს პუტინს და ფიქრობს თუ არა, რომ მას უკრაინის მთელი ტერიტორია სურს, ტრამპმა უპასუხა, რომ პუტინს მანაც იგივე კითხვა დაუსვა.
„მე ვფიქრობ, რომ მას სურს შეჩერება. ეს იყო ჩემი შეკითხვა მისთვის. რადგან თუ ის გააგრძელებს, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება და ჩემთვისაც დიდი პრობლემა იქნება. ვფიქრობ, რომ მას სურს დასრულება და მათ სურთ მისი სწრაფად დასრულება. ორივე მათგანს“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურს.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია