ომის დასრულების მიზნით, ტრამპი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას განიხილავს - მედია
ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, უკრაინის ყირიმის რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, როგორც მომავალი შეთანხმების ნაწილს, რათა დაასრულოს მოსკოვის ომი კიევზე,- ამის შესახებ ანონიმურად იტყობინება ამ საკითხთან დაკავშირებული ორი პირი.
მედიის ცნობით, ტრამპს ჯერ არ მიუღია ოფიციალური გადაწყვეტილება და ყირიმზე შესაძლო ნაბიჯი არის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც მისი ადმინისტრაცია განიხილავს ომის დასრულების გზების ძიებისთვის.
წყაროების თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს შესაძლებლობა, აშშ-მა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის იგივე გააკეთოს. ასეთი მოთხოვნა გაათანაბრებს ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციასთან, რომელიც დიდი ხანია ყირიმს თავისი ქვეყნის ტერიტორიად მიიჩნევს.
თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
„ადმინისტრაცია არ განიხილავს ამ საკითხს მედიასთან. სულ რაღაც ორი კვირის წინ, უკრაინა და რუსეთი დაშორდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ შეთანხმებასთან, პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით. მიზანი იგივე რჩება: შეწყვიტოს მკვლელობა და იპოვოს მშვიდობიანი გადაწყვეტა ამ კონფლიქტისთვის”,- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზიმ.
სიახლეები
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი
- NATO პოლონეთში რუსული დრონების შეჭრას ალიანსზე თავდასხმად არ მიიჩნევს
- რა გზებით შეგიძლიათ, ამომრჩეველთა ერთიან სიაში თქვენი მონაცემები გადაამოწმოთ – ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტება