ტრამპი-პუტინის საუბრის შემდეგ რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებსაც
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. დაზიანებულია სახლები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.
კიევის ოლქის პოლიციის მიერ დღეს, 19 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბუჩის და ბორისპოლის რაიონებში დაზიანებულია 36 სახლი და დანგრეულია სხვა ორი შენობა. დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, სუმის ოლქში რუსულმა დრონებმა დააზიანეს ორი საავადმყოფო, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში - სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით ორი დარტყმა იყო რკინიგზის ენერგოსისტემაზე. მსხვერპლი არ არის.
18 მარტს, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი