,,არ მომწონს დაბომბვები, რომლებიც უკრაინაში გრძელდება"- დონალდ ტრამპი
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან საუბარი სარაკეტო იერიშების შეჩერებაზე აქტიურად მიმდინარეობს.
,,ჩვენ ველაპარაკებით რუსებს და გვსურს, რომ ისინი შეჩერდნენ. მე არ მომწონს დაბომბვა, რომელიც არ ჩერდება და ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა კვდება. საშინელებაა და ეს არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი” – ამბობს ტრამპი.
შეგახსენებთ, 5 აპრილს რუსების მიერ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 20-მდე გაიზარდა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება