,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან, მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ.
„ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები, გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა. საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დასაწყისიდანვე მხარს ვუჭერდით, საერთაშორისო ორგანიზაციებში კი, საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა ერთმანეთის რეზოლუციებსა და კანდიდატურებს უჭერენ მხარს, სხვადასხვა პლატფორმაზე. სწორედ ამით ვარ მე დაკავებული ახლაც, თურქული დელეგაციის მეთაურის რანგში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან, მე მათ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის პატივისცემისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი