თეთრი სახლი მოუწოდებს ზელენსკის, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მედიაში კომენტარი არ გააკეთოს
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დონალდ ტრამპის ბოლო კრიტიკულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „მოთმინება ეწურება“.
ლევიტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის „რუსულად“ აღიარებას.
„(ტრამპი) მხარეებს სთხოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას, იმის აღიარებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და იმისათვის, რომ კარგი გარიგება შედგეს, ორივე მხარე ცოტა უკმაყოფილო უნდა დარჩეს“, – განაცხადა პრესმდივანმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს მედიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კამათს და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა იყოს“, – დასძინა მან.
ლევიტმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი დრო და რესურსი დახარჯა ომის დასასრულებლად, ახლა კი ტრამპი „იმედგაცრუებული და მოთმინება ეწურება“.
„მას სურს, რომ მკვლელობა შეწყდეს. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ომის ორივე მხარე იყოს მზად ამის გასაკეთებლად. და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, – დასძინა სპიკერმა.
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა