რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
ვლადიმირ პუტინის მიერ 7-10 მაისს გამოცხადებული დროებითი ზავის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის დარტყმას უპასუხებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღევანდელ, 6 მაისის პრესკონფერენციაზე.
„შეგახსენებდით ჩვენს პოზიციას: ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან იგივე არ მოხდება და იქნება ჩვენს პოზიციებზე, ჩვენს ობიექტებზე დარტყმის მცდელობები, მყისიერად გაეცემა ადეკვატური პასუხი“, - უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი. მან ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი