აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
13 მაისს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, გორუშისა და ჩამბარაკის რაიონების მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, მცირე ზომის იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნული მიმართულებებით ადეკვატურ ზომებს მიმართეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება რეალობას არ შეესაბამება.
,,აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმადაც, 13 მაისს, საღამოს 8:45-დან 9:30 საათამდე, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთებში განლაგებულ აზერბაიჯანის საბრძოლო პოზიციებს, რეალობას არ შეესაბამება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სიახლეები
- ჭიათურაში უწყლოდ მოშიმშილე ორივე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- “ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინთან საუბრით – არ მგონია, რომ ის შეჩერებას აპირებდეს და ეს ძალიან ცუდია” - დონალდ ტრამპი
- წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში