,,მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობაზე უარის თქმას თავის ფასი აქვს"- ანდრეი სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრეჰემს ანტალიაში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სიბიგა X-ზე ავრცელებს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
სიბიგას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ამერიკული მხარისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვების გაზიარება სამშვიდობო ძალისხმევასთან დაკავშირებით.
,,კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და მადლობა გადავუხადე შეერთებულ შტატებს ჩართულობისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო გზით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს შესაბამისად უპასუხოს. ეს ჯერ არ მომხდარა. მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობაზე უარის თქმას თავის ფასი აქვს", - წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.
ცნობილია ასევე რუსული დელეგაციის შემადგენლობაც - მასში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში თავად რუსეთის პრეზიდენტი ნახსენები არ არის.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე