აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარის გრანტი გააუქმა
აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ფედერალური გრანტის გამოყოფას წყვეტს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
როგორც მედია იუწყება, მიზეზად სახელდება ის, რომ უმაღლესი სასწავლებელი ანტისემიტიზმსა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას ვერ გაუმკლავდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო კვირების განმავლობაში უნივერსიტეტისთვის, თითქმის, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა ან შეწყვიტა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი სტუდენტების განცხადებების მიღებისას მათ ეთნიკურ წარმომავლობას აქცევს ყურადღებას და პროპალესტინური სტუდენტური მოძრაობის მხრიდან ებრაელების მიმართ დისკრიმინაციას ვერ უმკლავდება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი