დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა შვილმა, კატარში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის „მართვის სადავეების გადაბარებას“ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თანამდებობას დატოვებს.
„ჩემთვის პატივია, რომ ამის შესახებ მკითხეს და პატივია, რომ ზოგიერთ ადამიანს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ასე რომ, პასუხი ასეთია: არ ვიცი, იქნებ ერთ დღესაც. იცით, მოწოდება არსებობს. მე ყოველთვის ვიქნები ამ საკითხების ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ნამდვილად შეცვალა რესპუბლიკური პარტია“, – განაცხადა უმცროსმა ტრამპმა.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა.
„როიტერმა“ ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ტრამპების ოჯახის ყველაზე გავლენიანი წევრი იყო გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, როდესაც მამამისი კაბინეტს ქმნიდა და თეთრ სახლში დასაბრუნებლად ემზადებოდა.
სიახლეები
- „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს” – ვოლსკი
- “სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია – იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით” - ვაჟა სირაძე
- ქათმის ხორცის ბურთები
- საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
- "ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ"- მაია ბითაძე