"რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა" - დონალდ ტრამპი
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ შეთანხმება ახლახან დასრულდა. ის მალე შევა ძალაში. ვულოცავ ორივე მხარეს ამ შეთანხმების მიღწევას. შესაძლოა, ეს იყოს რაიმე დიდის დასაწყისი“, – წერს ტრამპი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსულ მხარეს სამხედრო ტყვეთა სია გადასცა, რომელთა გაცვლაც „1000-1000-ზე“ ფორმულით იგეგმება.
ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბურ გაცვლაზე რუსული და უკრაინული მხარეები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ. როდის მოხდება გაცვლა, ჯერ უცნობია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი