მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევა აღკვეთეს
28 მაისს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქში. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა დედაქალაქზე უკრაინული დრონებით შეტევის მცდელობას იგერიებს.
სობიანინის ტელეგრამ-არხზე შუაღამიდან დილის შვიდის ნახევრამდე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, საერთო ჯამში, 33 უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“.
კონკრეტული დასახლებული პუნქტებიდან სობიანინმა დაასახელა მხოლოდ მოსკოვის ოლქის ქალაქი ზელენოგრადი, სადაც „წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული დაზიანებები და დაშავებულები არ არიან“.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ზელენოგრადში, სულ მცირე, ხუთი აფეთქება იყო. დაზიანებულია ტექნოპარკის შენობა. ზელენოგრადი მოსკოვის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით, 37 კილომეტრში მდებარეობს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება