მოსკოვზე დრონებით შეტევას აეროპორტების დროებითი დახურვა მოჰყვა
რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო დროებით დაიხურა მოსკოვის ორი მსხვილი აეროპორტი, ვნუკოვო და დომოდედოვო, შეფერხებით მუშაობდა კალუგის აეროპორტიც - ინფორმაცია 8 ივნისის ადრე დილას თავად რუსულმა მხარემ გაავრცელა. ღია წყაროებში გავრცელებული მონაცემებით, მოსკოვზე ამ დროს სამი მხრიდან მიმდინარეობდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა.
აეროპორტების დახურვიდან რამდენიმე საათში რუსეთის ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება დაწესებული შეზღუდვების მოხსნისა და აეროპორტების გახსნის შესახებ.
რუსეთისვე მონაცემებით, გასულ ღამეს მათ 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„7 ივნისის, მოსკოვის დროით 23:00 საათიდან 8 ივნისის, მოსკოვის დროით 07:30 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 61 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გადაიჭირეს და გაანადგურეს“, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ წყაროს ცნობით, უკრაინული დრონები მათ ჩამოაგდეს ბრიანსკის, ბელგოროდის, კალუგის, ტულის, ორიოლისა და კურსკის რეგიონებში, ასევე მოსკოვის ოლქსა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
ღია წყაროების მიხედვით, გასულ ღამეს უკრაინელებმა, რუსეთში, ტულის რეგიონში, კამიკაძე დრონებით დაარტყეს აზოტის ქარხანას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან.
ასევე, დრონებით თავდასხმა მოაწყვეს ლოკომოტივზე, რომელსაც, ტანკები, ათეულობით ჯავშანმანქანა და სატრანსპორტო ტექნიკა გადაჰყავდა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი