"მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი გაიგებენ რუსეთის შეშფოთებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს საქმიანობის შესახებ და აცნობიერებენ ასეთ „აგრესიულ სამხედრო ბლოკთან“ თანამშრომლობის გაღრმავების რისკებს.
„ნატო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს. პირიქით, დასავლელების მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ კარგად გვესმის, რეგიონის დესტაბილიზაცია, ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება, დაძაბულობის ახალი წერტილების შექმნაა. ვიმედოვნებთ, როგორც ბაქო, ასევე ერევანი თანაბრად გაიგებენ ჩვენს სამართლიან შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულად შეაფასებენ აგრესიულ სამხედრო ბლოკებთან ურთიერთქმედების გაღრმავების რისკებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია