მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9600 ევროს გადახდა დააკისრა
“მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“: ფრანკონიელ მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკისთვის მიყენებული ამ შეურაცხყოფისთვის 9600 ევროს გადახდა დააკისრა.
ანალენა ბერბოკმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, ზემო ფრანკონიის წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმაზე „X“, “მწვანეების” წარმომადგენელ ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა.
ბრალდებულმა თავდაპირველად სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ შემდგომში იგი უკან გაიწვია.
პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლომ სულ ოთხი დანაშაული დაადგინა. პრესსპიკერის თქმით, ორი შეურაცხყოფა, ერთი ბერბოკის და მეორე სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსის, მიხაელ როთის მიმართ, პოლიტიკური წარმომადგენლების შეურაცხყოფას წარმოადგენს, ხოლო, დანარჩენი ორი შეურაცხყოფა, ამ შემთხვევაში სოვსან შებლის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანის (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) მიმართ, პირთა შეურაცხყოფის კატეგორიას მიეკუთვნება.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი