სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკაში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა.
CNN-ის ცნობით, უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ კეიპის პროვინცია დაზარალდა. რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტრომომარაგებასთან, გზებზე კი საცობები წარმოიქმნა, რადგან მოსახლეობა საფრთხის გამო საკუთარი სახლების დატოვებას ცდილობდა.
წყალმა წაიღო სკოლის ავტობუსი, რომელშიც 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მოსწავლეები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი