“ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს” - კრემლი
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ირან-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის გამო, მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართ და დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ.
„ორივე მხარემ გამოთქვა უმძიმესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო, რამაც უკვე გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონისთვის სერიოზული გრძელვადიანი შედეგებით არის სავსე. ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის სამხედრო ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით ხორციელდება. ლიდერებმა მხარდაჭერა გამოხატეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და სადავო საკითხების, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების, მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების მიმართ“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებები მჭიდრო თანამშრომლობას შეინარჩუნებენ.
სიახლეები
- ტელეწამყვანი ვახო სანაია სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
- “ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი
- გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
- “რასაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ვუყურებთ, რეკეტია, რომლის მიზანიც შავი ფულის ამოღებაა, რაც მოიპარეს” - ანა წითლიძე