ტრამპმა კანადაში ვიზიტის შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერთა სამიტში მონაწილეობის ერთი დღით ადრე დასრულება და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა.
16 ივნისს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო მიიღო და კანადას G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან ვახშმის შემდეგ დატოვებს. თავად სამიტი მუშაობას დღეს, 17 ივნისს დაასრულებს.
კანადაში ვიზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, 16 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან".
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი