“ირანის რეჟიმის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს” - მაკრონი
ირანის რეჟიმის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა რეგიონში ქაოსს მოიტანს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კანადაში, G7-ის სამიტზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს თეირანთან დიპლომატიის განახლების საკითხში.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ რეჟიმის შესაცვლელად სამხედრო დარტყმებს გამოვიყენებთ, რადგან ამ შემთხვევაში ქაოსი იქნება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი