“ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით, ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს” - აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის თავდასხმა ირანზე ისრაელის მხარდასაჭერად „უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“.
ირანის ნახევრად ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კომენტარში ხამენეიმ განაცხადა: „ომს ომით ვუპასუხებთ, დაბომბვას დაბომბვით და დარტყმას დარტყმით. ირანი არ დაემორჩილება არცერთ მოთხოვნას ან დიქტატს“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი