ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს ირანზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს სთხოვოს ირანის წინააღმდეგ თავდასხმების შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებების წარმატებისთვის ასეთი შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ვფიქრობ, ამჟამად ამ მოთხოვნის გაკეთება ძალიან რთულია. თუ ვინმე იმარჯვებს, ამის გაკეთება ცოტა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როცა ვინმე აგებს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გვსურს და შეგვიძლია, და ვესაუბრებით ირანს.
ისრაელი კარგად მუშაობს ომის თვალსაზრისით და… ირანი ნაკლებად კარგად. ცოტა რთულია ვინმეს შეჩერება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება