“ისრაელი თანახმაა ღაზაში 60-დღიანი ზავის პირობებზე” - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი თანახმაა ღაზის სექტორში ორთვიანი ზავის პირობებზე.
პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა ისრაელის სტრატეგიული დაგეგმარების მინისტრი რონ დერმერი.
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში 2 ივლისს დაწერა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ისრაელის წარმომადგენლებთან ღაზის შესახებ ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გამართეს და ისრაელი დასთანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის აუცილებელ პირობებს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ზავის განმავლობაში იმუშავებენ ყველა მხარესთან, რათა ომი დასრულდეს.
ტრამპის განცხადებით, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობის დასამყარებლად ძალიან გულმოდგინედ მუშაობდნენ, წინადადებებს ჰამასს გადასცემენ და იმედია, ის ახლო აღმოსავლეთის სასიკეთოდ ამ შეთანხმებას მიიღებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ უარესი იქნება.
თავად ისრაელს და ჰამასს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებიათ.
სიახლეები
- სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ათი ადამიანი
- 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 16 პირს წაუყენეს
- “შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა” - შალვა პაპუაშვილი