“შეიძლება მას DOGE მივუქსიოთ, არც მისი დეპორტაციაა გამორიცხული” - ტრამპი მასკზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE), რომლის დაარსება მილიარდერმა ილონ მასკმა შეუწყო ხელი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მასკის კომპანიებისთვის ზიანის მისაყენებლად.
ტრამპი და მასკი, ყოფილი მოკავშირეები ბიუჯეტის გეგმებთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
„შესაძლოა, ილონმა ისტორიაში ნებისმიერ ადამიანზე მეტი სუბსიდია მიიღო“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში. - „ალბათ, DOGE-ს ეს კარგად და დეტალურად უნდა შევაფასებინოთ? დიდი ფულის დაზოგვაა შესაძლებელი!!!“
მილიარდერმა პასუხად დაწერა: „მე სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველაფერი ჩამოჭერით. ახლავე“.
ტრამპმა მუქარა ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული მასკის დეპორტაცია მის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი“, - თქვა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა მასკის დეპორტაციას. „შესაძლოა, ილონს DOGE მივუქსიოთ (We might have to put DOGE on Elon). იცით, რა არის DOGE? DOGE არის ურჩხული, რომელმაც შეიძლება ილონი შეჭამოს. ეს საშინელება არ იქნება? ის ბევრ სუბსიდიას იღებს.“
მასკმა არაერთხელ გააკრიტიკა ტრამპის ე.წ. „დიდი, ლამაზი კანონპროექტი“ და მიანიშნა, რომ ის ძირს უთხრის მის მიერ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით გაწეულ სამუშაოს.
ტრამპსა და მასკს შორის დავა ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც ისინი საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შემდეგ მასკმა უკან დაიხია.
სიახლეები
- "ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე... ასობით დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევში... მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა" - რა ხდება უკრაინაში
- “პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“ ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე” - შსს
- “საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია” - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საუბარზე
- შემწვარი გოგრა
- “გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ” - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე