ტეხასში ძლიერი წყალდიდობაა - ეძებენ ბავშვებს, 24 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობამ, სულ ცოტა, 24 ადამიანი შეიწირა. გოგოების საზაფხულო ბანაკის [Camp Mystic] ტერიტორიაზე ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 23-25 ადამიანი. საერთაშორისო მედიის ცნობით, 230-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკში დასვენების უფლება გოგოებს მეორე კლასიდან ეძლევათ. დაკარგულთა შორის არიან 8-9 წლის გოგოები. მშობლები ყოველწუთიერად ელიან ინფორმაციის განახლებას. სამაშველო სამსახური იმედოვნებს, რომ დაკარგულები ცოცხლები არიან და სტიქიის გამო ჯერჯერობით ხმას ვერ აწვდენენ მშობლებს.
გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატის კერის ოლქში სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში [იქ ახლა ღამეა - რ.თ.] არ შეჩერდება. მაშველებისთვის ხელმისაწვდომია ყველა სახის საჭირო რესურსი. დაკარგულებს ვერტმფრენებითაც ეძებენ.
იტყობინებიან, რომ ამ მასშტაბის ნალექი არ იყო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზით და არავინ მოელოდა.
ტეხასის შტატში, მთელ ტერიტორიაზე გადაიდო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. წყალდიდობამ დაანგრია ინფრასტრუქტურა. ზარალის მასშტაბის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება