ტეხასში 80-ს გადააჭარბა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
სულ მცირე, 82 ადამიანი, მათ შორის 28 ბავშვი დაიღუპა ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში 4 ივლისს დაწყებული წყალდიდობის შედეგად.
მეოთხე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შტატის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.
დაკარგული და დაღუპული ბავშვები კერის ოლქში, მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მდებარე გოგონათა საზაფხულო ბანაკში, Camp Mystic-ში ისვენებდნენ. მდინარე კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა 6 ივლისს განაცხადა, რომ წვიმის გამო ზოგიერთ რაიონში ისევ არსებობს წყალმოვარდნების საფრთხე. ადგილობრივ მცხოვრებთ უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ხელისუფლება ტეხასის შტატის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კერის ოლქში ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნას აპირებდა, თუმცა გეგმა რეალიზებული არ ყოფილა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინასწარი ევაკუაცია არ ყოფილა, რადგან მეტეოსამსახური ამ რაოდენობის ნალექს არ პროგნოზირებდა. მათივე ცნობით, მდინარე გუადალუპეში წყლის დონემ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში თითქმის რვა მეტრით მოიმატა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება