ტრამპის თქმით, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო დარწმუნებული იყო აშშ-ის დაცემაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით წინა ამერიკული ადმინისტრაციის დროს ნატო დარწმუნებული იყო, რომ შეერთებული შტატები კვდებოდა.
„ცოტა ხნის წინ ნატოს სამიტზე მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ვიყავი. ყველამ ერთი და იგივე თქვა: „ეს ყველაზე საოცარი რამაა, რაც კი ოდესმე გვინახავს, ერთი წლის წინ თქვენი ერი მკვდარი იყო“, – განაცხადა ტრამპმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ტეხასის შტატში ვიზიტის დროს.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, სხვა ლიდერებისგანაც სმენია, რომ შეერთებული შტატები ამჟამად „ყველაზე მაგარი“ ქვეყანაა.
„ყველაზე მაგარი – ეს ციტატაა. ყველა ლიდერი ამას ამბობს“, – თქვა ტრამპმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი