კენტუკის ეკლესიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ლექსინგტონში, კენტუკის შტატში, ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, სროლაში ეჭვმიტანილიც მოკლეს,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ლექსინგტონის აეროპორტთან ოფიცერმა ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილში მყოფმა მოქალაქემ ცეცხლი გახსნა და ოფიცერი დაჭრა. საგზაო მოძრაობის შეჩერების შემდეგ, მან მანქანა გაიტაცა და რიჩმონდ როუდის ეკლესიისკენ გაიქცა, სადაც ცეცხლი გახსნა.
პოლიციის უფროსის თქმით, ეკლესიაში კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთ დაშავებულს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მეორეს მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილს პოლიციამ ესროლა და ადგილზე გარდაიცვალა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი