“უკრაინისთვის Patriot-ები უკვე გაიგზავნა” - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკვე გაიგზავნა სარაკეტო-საზენიტო სისტემები Patriot. მათი რაოდენობა ტრამპს არ დაუკონკრეტებია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 15 ივლისს ენდრიუსის ავიაბაზაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინა ამ სისტემებს გერმანიიდან მიიღებს. დონალდ ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღის საფასურს გადაიხდის ნატო, ზოგიერთ შემთხვევაში კი - პირდაპირ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
14 ივლისს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადასაცემად მზადდება Patriot-ის ტიპის ორი სისტემა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი