უკრაინაში ოპერაცია მიმდინარეობს ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზებისთვის“
დღეს, 21 ივლისს, დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად დაიწყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით. კიდევ ერთი ეჭვმიტანილია რუსეთში ბიზნესის უკანონოდ წარმოებაში.
თავად უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დილით გაავრცელა მოკლე განცხადება, რომ უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სასამართლოს დადგენილების გარეშე.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ანტიკორუფციულ სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან 80-მდე ჩხრეკა მიმდინარეობს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება