უკრაინის არმია ამერიკული იარაღის ახალ პარტიას მიიღებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 322 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიყიდვას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს სააგენტომ, რომელსაც თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები ეხება, 23 ივლისს გამოაქვეყნა პრესრელიზები უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების HAWK Phase III-ის, მათი ტექმომსახურებისა და დანადგარების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქვეითთა საბრძოლო მანქანების Bradley-ს მიყიდვის გადაწყვეტილების შესახებ.
თანხაში შედის Bradley-ების რემონტისთვის უკრაინის მიერ მოთხოვნილი მომსახურების ხარჯიც.
ქვეითთა ამ საბრძოლო მანქანებითა და სარაკეტო სისტემებით HAWK უკრაინის არმიის მომარაგება ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტებით დაიწყო.
23 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას ისევ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს შეთანხმებით, ამერიკულ იარაღს უკრაინისთვის ევროპელი მოკავშირეები შეიძენენ.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
სიახლეები
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა
- ნიუ-იორკის მერის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ქალაქის მერი გახდება დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 34 წლის ზოჰრან მამდანი
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა