ერდოღანი აცხადებს რომ თურქეთში ხანძრების 96% ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული – ქვეყანაში 40-მდე პირი დააკავეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 2025 წლის ზაფხულში გაჩენილ ტყის ხანძრებთან კავშირში მყოფი 40-მდე პირი დააკავეს.
მისივე თქმით, წელს ქვეყანაში ტყის ხანძრების 96% ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული.
„პირველი ივნისის შემდეგ 149 ეჭვმიტანილი დააკავეს, 38 პირი კი პატიმრობაში დარჩა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
მანვე ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ეფექტურად რეაგირებს ტყის ხანძრებზე და 2020-2024 წლების ბოლოსთვის უფრო ნაკლები დაზიანებული ტყის ფართობი ჰქონდა, ვიდრე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას, აშშ-სა და კანადას.
სიახლეები
- ,,მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა