ორბანი აცხადებს, რომ ის პატივს სცემს ზელენსკის, თუმცა მან შეცდომები დაუშვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ის ცდილობს პატივისცემით მოეპყროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა მან ომთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
როგორც უკრაინული მედია WP Wiadomości-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ ორბანმა პოლონურ ტელეარხ wPolsce24-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას „დასავლეთსა და რუსეთს შორის ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ლიდერების – დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის გარეშე არ დასრულდება.
ამავდროულად, ორბანმა თქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში იგი პატივისცემის პრინციპით ხელმძღვანელობს და იგივე ეხება უკრაინას და მის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ის უკრაინის პრეზიდენტია, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს. მე ყოველთვის ვცდილობ, სწორად მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გინდა. ამიტომ, პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან შეცდომები დაუშვა“, – დასძინა მან.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო