ამ გვერდის ამობედვა

პუტინმა ექსტრემისტული მასალების ინტერნეტში მოძიებაზე ჯარიმები დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, ინტერნეტში ექსტრემისტული მასალების განზრახ მოძიება, მათ შორის VPN-ის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

VPN (virtual private network — „ვირტუალური კერძო ქსელი“) ესაა დაშიფრული კავშირის საშუალება მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს და ციფრული ინფორმაციის დაცვას. VPN მალავს მომხმარებლის ნამდვილ IP-მისამართს (ანუ სად იმყოფება ის, საიდან შევიდა ინტერნეტში) და მის ნაცვლად წარადგენს VPN-სერვერის მისამართს.

 

რუსეთში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ VPN-ს, რათა ხელი მიუწვდეთ ქვეყანაში აკრძალულ სოციალურ ქსელებსა თუ და სხვა ვებსაიტებზე.

 

ექსტრემისტულად მიჩნეული მასალების მომძიებელს 3-დან 5 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.

 

გარკვეული აკრძალვები შეეხება თავად VPN-ს. VPN-რეკლამის გავრცელებისთვის მოქალაქეებს 50-დან 80 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ, თანამდებობის პირებს - 80-დან 150 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს - 200-დან 500 ათას რუბლამდე.

 

VPN-ის გამოყენება დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.

 

კომუნიკაციების მინისტრის, მაკსუტ შადაევის განმარტებით, რიგით მომხმარებლებს, რომლებიც კონკრეტულად აკრძალულ მასალებს არ მოიძიებენ, კანონი არ შეეხებათ. მისი თქმით, თითოეულ შემთხვევაში საჭირო იქნება განზრახვის და იმის დამტკიცება, რომ ძიების შინაარსი ექსტრემისტულია.

წაკითხვა 57 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2025