“27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OCHR) ცნობით, 27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან სულ მცირე 859 დაიღუპა ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) ოთხი სადისტრიბუციო ცენტრიდან ერთ-ერთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებსაც აშშ-ის კერძო დაცვის კონტრაქტორები მართავენ და ისრაელის სამხედრო ზონებში მდებარეობს.
გაერო აღნიშნავს, რომ მათი უმეტესობა ისრაელის სამხედროებმა მოკლეს.
გაეროს სააგენტოები განაცხადებენ, რომ ღაზაში მასობრივი შიმშილი ხელოვნურად არის გამოწვეული და პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებენ. ამავდროულად, ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და რომ რეგიონში შიმშილობის საფრთხე არ არის.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი