“პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო - ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია” - დონალდ ტრამპი
პუტინმა მითხრა, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. მან თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. ფოსტით ხმის მიცემა არცერთ ქვეყანას აქვს. შეუძლებელია ფოსტით ხმის მიცემა და სამართლიანი არჩევნები ერთად გქონდეს“. ეს თქვა, როდესაც 2020 წლის შესახებ ვსაუბრობდით. მან თქვა: „თქვენ ეს არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით მოიგეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, „ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემით შესანიშნავი დემოკრატია შეუძლებელია“.
„ეს „რესპუბლიკელებს“ სურთ, მაგრამ არც ისე ძალიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი