ამ გვერდის ამობედვა

სად სურს ზელენსკის პუტინთან შეხვედრა - უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყანას ასახელებს

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა ნე­იტ­რა­ლურ ევ­რო­პა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის ად­გილს, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია და ამას ევ­რო­პე­ლებ­მაც გა­უს­ვეს ხაზი, რომ სა­მი­ტი ნე­იტ­რა­ლურ ევ­რო­პა­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, რად­გან ომი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზეა. ჩვენ შვე­ი­ცა­რი­ა­სა და ავ­სტრი­ას ვე­თან­ხმე­ბით. თურ­ქე­თი? ჩვენ ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვართ, რად­გან თურ­ქე­თი ნატო-ს წევ­რია და ევ­რო­პის ნა­წი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

 

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რის მოს­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

 

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია დო­ნალდ ტრამპს, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შო­რის სამმხრი­ვი სა­მი­ტის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლო ად­გი­ლად უნ­გრეთს გა­ნი­ხი­ლავს.

 

"ეს მარ­ტი­ვი არ არის, რად­გან ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის მი­მართ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის ერ­თი­ა­ნო­ბაა, მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, ბუ­და­პეშტმა მხა­რი არ დაგ­ვი­ჭი­რა. არ ვამ­ბობ, რომ ორ­ბა­ნის პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ის უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო“, - აღ­ნიშ­ნა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

 

ასე­ვე, მისი თქმით, აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს სთხო­ვა, რომ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვიქ­ტორ ორ­ბან­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, რათა უნ­გრეთ­მა უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ დაბ­ლო­კოს.

 

„პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი დაგვპირ­და, რომ მისი გუნ­დი ამა­ზე იმუ­შა­ვებს. ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბაა და ამ სა­კი­თხში აშშ მხარს დაგ­ვი­ჭერს“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

წაკითხვა 81 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2025

სიახლეები