ვიეტნამში ტაიფუნს სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქარიშხალმა რამდენიმე პროვინცია დააზარალა, დასახლებული პუნქტები დატბორა და ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიაყენა.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარიშხალმა დააზიანა თითქმის 7000 სახლი, დატბორა ბრინჯის ნარგავების 28800 ჰექტარი ფართობი და მოგლიჯა 18000 ხე. ასევე, ქარიშხალმა წააქცია 331 ელექტრო ბოძი, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა თან ჰოას, ნგჰე ანის, ჰა ტინის, ტაი ნგუენისა და ფუ თჰოს პროვინციებში.
სამაშველო სამსახურები აგრძელებენ მოქალაქეთა ევაკუაციას და ზარალის დათვლას.
მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ძლიერი ნალექი და ქარიშხლის პირობები კვლავ გაგრძელდეს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება