ინდოეთში მეწყერს, სულ ცოტა, 30 ადამიანი ემსხვერპლა
მორიგი სტიქიური უბედურება ინდოეთში: მეწყერს, სულ ცოტა, 30 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ჩრდილოეთ ინდოეთის ოლქ ჯამუში მდებარე ინდუისტ მომლოცველთა ცნობილ გზაზე მეწყერი გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ.
გასულ კვირას ქაშმირში წყალდიდობას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ჯამუს ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რაკეშ კუმარმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მდინარეები ტავი, ჩენაბი და ბასანტარი ადიდდნენ, რამაც დაბლობ რაიონებში წყალდიდობა გამოიწვია.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება