ტრამპი კვლავ სანქციებით დაიმუქრა, თუ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და რამდენჯერმე შეხვდა კიდევ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.
უიტკოფის თქმით, ამ კვირაში ამერიკული მხარე შეხვედრებს გამართავს როგორც უკრაინის, ასევე სხვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, მათ შორის, ღაზის სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელ-ირანის კონფლიქტზე.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს წლის ბოლომდე მოვაგვარებთ“, - განაცხადა უიტკოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დაამატა, რომ იმედოვნებს უკრაინაში ომი „ძალიან მალე“ დასრულდება, ისე რომ კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, თუ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მშვიდობის დამყარების სურვილს არ გამოიჩენს.
„ეკონომიკურ სანქციებზე ვსაუბრობ, რადგან ჩვენ მსოფლიო ომში გახვევას არ ვაპირებთ“, - თქვა ტრამპმა და სანქციები „ეკონომიკურ ომად“ დაახასიათა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის შეეცდება, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის პირადი შეხვედრა შედგეს, ვინაიდან „სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პუტინს არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, ტრამპმა უპასუხა: „არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი უბრალოდ პუბლიკაზე თამაშობენ“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ არც ზელენსკია „უდანაშაულო“ მშვიდობისკენ მოძრაობა რომ არ შეინიშნება და დაამატა, რომ სანქციებმა და საბაჟო გადასახადებმა გავლენა შესაძლოა მოახდინოს არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ უკრაინაზეც.
ტრამპი ომის სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე გამუდმებით საუბრობს. ის შეხვდა როგორც პუტინს, ასევე ზელენსკის. თუმცა რუსეთისგან ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრის ჩატარებაზე დასტური ჯერჯერობით არ ჩანს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი