“გერმანიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა” - Bild
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა,- ამის შესახებ გერმანული ინფორმაციას, გამოცემა Bild-ი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელზე, მონიკა ვისმანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის არიან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შვიდი წევრი, ხოლო დანარჩენები წარმოადგენდნენ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP), „მწვანეებსა“ და რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ძალას.
გარდაცვალების შემთხვევების უეცარმა ტალღამ თავდაპირველად ჭორები და სპეკულაციები გააჩინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც AfD-ის კანდიდატების გარდაცვალების შესახებ ცნობები გავრცელდა.
თუმცა, Bild-ის მიერ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
კაი გოტშალკმა, AfD-ის წარმომადგენელმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, Welt TV-ს განუცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მინიშნება „მკვლელობაზე ან მსგავს რამეზე“.
მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ გარდაცვლილს „ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა“.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი